უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
18 აგვისტო, 2018 16:50
სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს - მიხეილ ბატიაშვილი
განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს.
მისი თქმით, ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება და ახლა საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.
„ახალი მენეჯმენტის მოსვლის პირველივე დღიდან დავაფიქსირეთ ის ხარვეზები, რომელიც ამ სფეროში ხდება. ვფიქრობთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები. პირველივე დღიდან აუდიტს დავავალეთ, რომ ეს საკითხი შეისწავლოს და დღესაც გამომცემლებთან ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან, სწავლობენ.
ვფიქრობთ, რომ აუდიტის შედეგების საფუძველზე გვექნება კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი