უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 მარტი, 2019 12:45
font-size

სახელმწიფო აგრძელებს საუბარს ფინანსურ ინსტიტუტებთან ანაკლიის დაფინანსების თემაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან. მისი თქმით, 8 თებერვალს შედგა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სამინისტრომ, ანაკლიის განვითარების კონსროციუმმა და ოთხმა საფინანსო ინსტიტუტმა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების დაზუსტების მცდელობა, ახლა კი ელოდებიან პროცესების განახლებას.

„შეხვედრები გრძელდება. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა კონსორციუმთან და ყველა იმ დამფინანსებელთან, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ იმ ახალ პირობებზე ვლაპარაკობთ, რომლებზეც არ გვქონია საუბარი არც კონკურსის, არც საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების და მეტიც, არც შემდგომ ეტაპზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ პროექტის სწრაფი შესრულებით, ჩვენ ვთქვით, - მოდი, კიდევ 6 თვით გადავწიოთ ვადა. საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ ახალი პირობები, ეს არის პირობები უფრო სასაუბრო თემებია, ვიდრე დეტალიზაცია. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუნდაც ტვირთების გარანტიაზე. ვიცით, რომ ეს არის რისკების სრული დაფარვა, მაგრამ არ ვიცით ზუსტად რა თანხაზე ვსაუბრობთ, რა ვადაზე, რა მოდელის გარანტიაა. არის კიდევ სხვა პირობები, 8 პირობა არის ძირითადი, მაგრამ შედარებით მცირე 30 დამატებაზეა კიდევ საუბარი. ჩვენ ვართ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პარტნიორი, ჩვენ ვართ პროექტის განხორციელებით დაინტერესებული მხარე, როგორც სახელმწიფო და ჩვენ უშუალოდ ჩავერთეთ მოლაპარაკებაში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ თანხა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.“- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მინისტრი ამბობს, რომ უკვე ამ ეტაპზე ელოდებიან უფრო ზუსტ პასუხებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, თუ კონკრეტულად რა ფინანსურ, თუ სამართლებრივ მოთხოვნებს აყენებენ ისინი დამატებით სახელმწიფოს წინაშე.

„მოდით, ერთად შევაფასოთ თუ რამდენად სწორი იქნება, რომ სახელმწიფო ამ პირობებზე დათანხმდეს“, - ამბობს ვიცე-პრემიერი.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი