უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2018 13:15
font-size

სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ICAO, Part FCL) შესაბამისობაში მოყვანის და პილოტებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება. შესაბამისი ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ უკვე შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); 3.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (სახელსაწყო აღჭურვილობა); 4.მასა და ბალანსი; 5.საფრენოსნო მახასიათებლები; 6.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 7.ადამიანური შესაძლებლობები; 8.მეტეოროლოგია; 9.ზოგადი ნაოსნობა; 10.რადიონავიგაცია; 11.საექსპლუატაციო წესები; 12.ფრენის საფუძვლები; 13.ვფწ ფრაზეოლოგია; 14.სფწ ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2. საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 3. ადამიანური შესაძლებლობები; 4. საექსპლუატაციო წესები; 5. ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია; 6. სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ცოდნა; 3.საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა; 4.ადამიანური შესაძლებლობები; 5.მეტეოროლოგია; 6. ნაოსნობა; 7.საექსპლუატაციო წესები; 8.ფრენის საფუძვლები; 9.ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2.ადამიანური შესაძლებლობები; 3. საექსპლუატაციო წესები; 4. ფრაზეოლოგია.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი