უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
პოლიტიკა
8 ივნისი, 2018 15:35
სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილს საკუთარ `ჭიშკართან` უშენებს ქვესადგურს - ლევან ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტს აქვეყნებს.
„სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილს საკუთარ "ჭიშკართან" უშენებს ქვესადგურს და ამაში მილიონობით ლარს ხარჯავს. საინტერესოა რომ ქვესადგურის მშენებლობისთვის აიყვანეს დაცვა და ამ დაცვამ "ზეწოლისგან" უნდა დაიცვას თანამშრომლებიო. ანუ თავადაც იციან, რომ აშავებენ და საზოგადოებისგან იქნება ზეწოლა, თორემ მსგავსი ჩანაწერი სავარაუდოდ, არც მოიძებნება“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.