უკან

კომენტარი

24 მაისი, 2017 18:00
font-size

სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება, აფხაზური ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო ენის ქართულის ცოდნის დონის ამაღლება, ასევე, აფხაზური ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უწყებათაშორისო კომისიის სპეციალურ სხდომაზე განაცხადა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, უწყებათაშორისო კომისიის შეხვედრა დღეს ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით, საგანგებოდ სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების, აფხაზური ენის და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მათ შორის მცირერიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენელთათვის მშობლიურ ენაზე ხარისხიანი სწავლების საკითხების განსახილველად შეიკრიბა.

კომისიამ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები და პროექტები განიხილა, არსებული გამოწვევები შეაფასა და შემდგომი ღონისძიებები დაგეგმა.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია და ეს მიდგომა მეტად სისტემატიზებულ სახეს მიიღებს. სახელმწიფო ენის ფლობა არის კარი ჩვენი მოქალაქეების წარმატებისკენ, თანასწორობისკენ, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სრულფასოვანი ჩართულობის შესაძლებლობისკენ და რეალური სამოქალაქო ინტეგრაციისკენ. დღეს კომისია შეიკრიბა იმისათვის, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ, უფრო მეტად პრიორიტეტულ ამოცანად დავსახოთ და პოლიტიკის სისტემატიზაცია მოვახდინოთ, რაც არსებით და ხელშესახებ შედეგზე იქნება გათვლილი. სახელმწიფო ენის ცოდნის კუთხით მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება, თუმცა, ჩვენი ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას ჯეროვნად. ჩვენ გავააქტიურებთ მუშაობას ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყების ჩართულობით “, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ სახელმწიფო ახორციელებს და გეგმავს ნაბიჯებს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისთვის.

„ამასთანავე, ჩვენთვის პრიორიტეტულია კონსტიტუციით მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დაცვა და განვითარება, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და მომავალში კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ. კომისიის დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ აფხაზური ენის დაცვისადმი სახელმწიფოს სისტემურ მიდგომაზე, განვიხილეთ კონკრეტული ინიციატივები აფხაზური ენის სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. აფხაზურ ენასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე ვმუშაობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომისიამ ასევე, იმსჯელა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მშობლიურ ენაზე ხარისხიანი სწავლების შესაძლებლობის და ეფექტურობის გაზრდის საკითხზე. სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სხდომაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი სასწავლებლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი