უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 იანვარი, 2021 16:45
font-size

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა გახსნეს. გამომსვლელებმა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ისაუბრეს.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2019 წელს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის სავალდებულო არსებობას ითვალისწინებს, რომელიც ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.
აღნიშნული შეხვედრა და უნივერსიტეტებთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობის გაძლიერება, საჯარო და კერძო სექტორისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში საჭირო ცოდნის მქონე მომავალი თაობის აღზრდას, სტუდენტების სასწავლო პროგრამებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების სწავლების გაფართოებასა და სტუდენტების საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სოფიო ჯიაძემ კოორდინაციის გაზრდის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და უნივერსიტეტებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სასწავლო პროგრამების დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრა. დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობაზე თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები წარმოადგინეს.
გამართულ შეხვედრას სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმება უძღვოდა წინ, რომლებშიც სტუდენტებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებია გაწერილი.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ორგანიზებული სტუდენტური ესეების ერთობლივი კონკურსის 4 საუკეთესო ავტორი: თამარ ვარდიაშვილი, მარიამ ჭიკაძე, თამარ ფაჩულია და ნატა სუხაშვილი. ისინი სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაივლიან.
აღნიშნული კონკურსი სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენს.
ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. აღნიშნულით კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხორციელდება და მათი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.

კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა

1 მარტი, 2021 , 17:35

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.

გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

1 მარტი, 2021 , 17:30

გარდაბანში ერთერთ სკოლასთან, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა - შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები ძმებ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა

1 მარტი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3255 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია

1 მარტი, 2021 , 17:00

მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუ

ძველი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო - საქართველოს რკინიგზა

1 მარტი, 2021 , 16:15

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ისანში „საქართველოს რკინიგზის“ თბილისის საკვანძო სადგურში გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. „შემთხვევა მოხდა ისანში, &ldqu

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

1 მარტი, 2021 , 16:15

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებ