უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია - დიმიტრი ქუმსიშვილი

სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების საკითხზე.

„პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია - ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობას.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ლარიზაციისათვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა მოხვდეს ჩვენს მოსახლეობასთან, კონკრეტულად იმ კომპანიებთან, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში ესაჭიროებათ სესხი, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით. „ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად უცხოური ვალუტის შემოდინება 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, 15-20 აგვისტოს პერიოდიდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას და რომელმაც უკვე გადაიარა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი