უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2020 15:20
font-size

სახელმწიფო კორონავირუსს ებრძვის, სხვა პაციენტები კი ყურადღების მიღმა დარჩნენ - ვატო სურგულაძე

"ლელოს" ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებს შეეხო და დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკაზე.

ვატო სურგულაძის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის ჯგუფი გადაერთო კორონავირუსთან ბრძოლაში და დაავიწყდათ სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ და დღითიდღე უძვირდებათ.

სურგულაძემ მედიკამენტების უკიდურესად გაზრდილი და უკონტროლო ღირებულებისა და არსებული პოლიტიკის გამო სახელმწიფო გააკრიტიკა.
“საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტების ღირებულება გაზრდილია 25%-ით. თუ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს 100-150 ლარის ფარგლებში შეეძლო, ეყიდა ერთი თვის სამყოფი აუცილებელი წამალი, დღევანდელი ფასებით მას ეს მედიკამენტი ერთი კვირაც არ ჰყოფნის.

ათიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებულია, ოჯახის მინიმალური შემოსავალი სიცოცხლისათვის აუცილებელ მედიკამენტზე დახარჯოს, ან თავი გაანებოს მისთვის აუცილებელი მედიკამენტის მიღებას. საუბარია მედიკამენტებზე, რომლის არასისტემატურმა ან შემცირებული დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება ან უეცარი სიკვდილი. უნდა ითქვას, რომ ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამა. მისი ამოცანაა, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი, შშმ პირები და პენსიონერები. გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, (ინსულინი და პარკინსონის მედიკამენტები) უმრავლეს შემთხვევაში „სხვადასხვა მიზეზების“ გამო ბენეფიციარი ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ მედიკამენტს,” - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურებამ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებისათვის იძულებული არიან, ყოველდღიურად მიიღონ რამდენიმე დასახელების მედიკამენტი.

"ლელოს" გუნდს მარშალის გეგმაში დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უზრუნველყოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები უფასო მედიკამენტებით, დანარჩენი მოსახლეობა კი - ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტებით:

1. მინიმუმ 30%-ით გავაიაფებთ მედიკამენტებს.

1.1. გავხსნით ბაზარს ხარისხიანი მედიკამენტებისათვის.

1.2. დავიცავთ ბაზარს კარტელური გარიგებებისაგან და მონოპოლიებისაგან.

1.3. გავამკაცრებთ ხარისხის კონტროლს.

2. ავამუშავებთ სარეცეპტო სისტემას. ის, რაც უნიათობის ან კორუფციის გამო ვერ ან არ შეძლო ოცნების მთავრობამ.

3. ქრონიკული დაავადების დროს პაციენტისათვის უფასო იქნება ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი. მაგრამ დრო არ ითმენს, ამიტომ მთელი კატეგორიულობით მივმართავთ მთავრობას, სასწრაფოდ გაატაროს განსაკუთრებული ზომები:

"ლელოს" ჯანდაცვის ჯგუფის წევრების განცხადებით:

1. პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამაზე.

2. უმოკლეს დროში პასუხი გაეცეს კითხვას, რატომ ვერ მიდის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ბენეფიციარამდე.

3. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე - პროგრამის გაუმართაობასთან თუ რაიმე კორუფციულ მაქინაციებთან.

4. უზრუნველყოფილ იქნას უმუშევრად დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეების ჩართვა უფასო მედიკამენტების პროგრამაში.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე