უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

14 მარტი, 2020 16:40
font-size

სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს - ამირან გამყრელიძე

„სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სათანადო დახმარება გაუწიოს,“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში ამ დაავადების დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.

მისი თქმით, უკვე გაკეთდა შეთავაზება, რომ ცენტრალური ხელისუფლება და არსებული სამედიცინო სერვისი დაეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დაავადების დიაგნოსტირებაში და სათანადო მკურნალობაში.

„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია, რომ იყოს ვირუსის შესაძლო შემთხვევა სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, როგორც სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, ვეხმარებით ანტიტუბერკულოზური ვაქცინების მიწოდებით, შიდსის საწინააღმდეგო წამლებით, ტრენინგები უტარდებათ შიდსი როგორ მართონ, ტუბერკულოზი როგორ მართონ, ჰეპატიტზე გვქონდა ასეთი ურთიერთობები და აქაც სრულად მზადყოფნა იმის, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

“მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, სიმშვიდე და სიწყნარეა” – ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

1 აპრილი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მოინახულა. მინისტრის თქმით, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო ხა

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 18:44

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშ

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

28 მარტი, 2020 , 16:35

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიე

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

26 მარტი, 2020 , 14:00

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს&rdqu

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ - 15 ქვეყნების ერთობლივი განცხადება

23 მარტი, 2020 , 17:49

აშშ-ს საელჩო 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. საელჩოს განცხადებაში ვკით