უკან

სამართალი

14 სექტემბერი, 2021 17:05
font-size

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და როგორ გადაადგილებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე

20 ოქტომბერი, 2021 , 17:51

საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტ

იოსებ ხახალეიშვილს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

20 ოქტომბერი, 2021 , 11:37

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს "მთავარი არხის" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.ამის შესახებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იურისტებთან ერთად მოვამზადე და შემაქვს სარჩელ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი, 2021 , 13:56

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენ

ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება - ბექა ბასილაია

15 ოქტომბერი, 2021 , 13:39

ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან გაასწრო მოვლენებს და თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვო

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს

15 ოქტომბერი, 2021 , 11:08

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „2021 წლის 14 ოქტომბ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ოქტომბერი, 2021 , 12:03

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი