უკან
პოლიტიკა
12 ნოემბერი, 2019 12:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.
სუს-ის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს.
გრიგოლ ლილუაშვილმა და რუბენ სადიოანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.