უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს - ვინჩენცო კოპოლას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე.
მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწევევებზე.
ქართული მხარის მიერ, საუბრისას აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. განსაკურებული ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და „ცხელი ხაზის“ მნიშვნელობას.
ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა არსებული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, დიდი ხნის წინ შეთანხმებული ფუძემდებლური პრინციპების საფუძველზე.