უკან

საზოგადოება

6 მარტი, 2017 11:30
font-size

სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა

ევროკავშირის პროექტის "კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით, სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა. ღონისძიების მიზანი იყო უწყებებს შორის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა/დისკუსია.

საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მერიის არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ მიმდინარე სამუშაო პროცესში არსებულ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კერძოდ, განხილულ იქნა მიწის რეგისტრაციისას წარმოშობილი ხარვეზები, რაც აფერხებს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გასამართი აუქციონების მიმდინარეობას; მიწის ნაკვეთების გამიჯვნა და შეუსაბამო ზონებში რეგისტრაცია; მიწის რეფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა; მიწის დავები და სანოტარო მედიაცია და სხვა.

მიმდინარე წელს ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.

დისკუსიის პლატფორმის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს უწყებათაშორის საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მიწის დავების შემცირებას, პრობლემების აღმოფხვრას მიწის რეგისტრაციის პროცესში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი