უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივნისი, 2022 20:08
font-size

ღარიბაშვილმა გვაცნობა, რომ თითქოს, ბორჯომი დაუბრუნა ხალხს და მოგიყვებით რა გარიგებასთან გვაქვს საქმე - ელენე ხოშტარია

ვაგრძელებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ მყოფი ადამიანების შესახებ. ამჯერად უკვე სახელმწიფოს მხრიდან, უკრაინის ომის დროს რუსეთში სანქცირებულ პირებთან კავშირების შესახებ, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„დღეს მინდა, მოგიყვეთ ისტორია „“ბორჯომის“ შესახებ, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გვაცნობა, რომ თითქოს „ბორჯომი” დაუბრუნა ხალხს. მოგიყვებით რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. ასევე შეგახსენებთ, რომ „იმედის“ პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე არის ასევე “ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ ისიც მონაწილეობს ამ გარიგებაშიც, რომელშიც პრაქტიკულად ღიად მონაწილეობს სახელმწიფო.

კომპანია “ბორჯომის“ 57,72%-ის მფლობელი იყო მიხეილ ფრიდმანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაასანქცირეს, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოსგან ამაზე მოთხოვნილი იყო რეაგირება. როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება, მსგავსი სანქცირებული პირი თეთრს არ უნდა იღებდეს მსგავსი ბიზნესიდან, ამის ნაცვლად, სახელმწიფომ მისგან შეისყიდა 7, 73 % და 49, 89% დაუტოვა ფრიდმანს.

ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე მიხეილ ფრიდმანს შესდის “ბორჯომიდან02“ უდიდესი შემოსავალი. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ამაზე საუბრობდა მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მინისტრი და ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ პრესაშიც გავრცელდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხს სჭირდება კარგად შესწავლა. ჩვენ ყველაფერს გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ამ ფულით ფინანსდება სისხლიანი კამპანია, ადამიანების ხოცვა უკრაინაში, სანქცირებული პირი, ფრიდმანი ქართული “ბორჯომიდან“ ფულს არ უნდა იღებდეს. სხვათა შორის, მას 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან გადაეცა ეს წილი, საკონტროლო პაკეტი.

საინტერესოა, რატომ შეისყიდა სახელმწიფომ წილის ზუსტად იმდენი პროცენტი, რომ საკონტროლო პაკეტს ჩამოსცილებოდა ფრიდმანი. ეს ჰგავს სანქციებიდან თავის არიდების გარკვეულ მცდელობას, რომ ფორმალურად, ერთადერთი მფლობელი არ იყოს მიხეილ ფრიდმანი. თუმცა, ის რჩება უდიდეს მეწილედ და დღემდე“ბორჯომისგან“ ყველაზე მეტი ფული მას შესდის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი