უკან

საზოგადოება

8 აპრილი, 2017 17:25
font-size

სახელმწიფომ გადასახადები რეფერენდუმის გარეშე არ უნდა გაზარდოს - აქცია ვილნიუსის პარკში

თბილისში, ვილნიუსის სკვერში, ორგანიზაცია ”სტუდენტები თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით, დღეს „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ დასაცავად აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, ლიზა კაციაშვილმა განაცხადა, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ერთ-ერთი პუნქტი სახელმწიფოს ზღუდავს, რომ გადასახადები რეფერენდუმის გარეშე გაზარდოს.

”სწორედ ამ პუნქტის შეცვლას ცდილობს დღევანდელი მთავრობა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ მკაცრი მესიჯი მთავრობას, რომ მოქალაქეები არ დათმობენ ამ თავისუფლების აქტს და მსგავსი ქმედებები ძალიან მავნებლურია ჩვენი ეკონომიკური გარემოსთვის”, - განაცხადა ლიზა კაციაშვილმა.

აქციას შეურთდნენ ”ევროპული საქართველოსა” და ”გირჩის” წარმომადგენლებიც.

როგორც ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ხელით საქართველოში სოციალიზმი ბრუნდება.

,,ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციაში არის მყარი ჩანაწერი, რომელიც იცავს ჩვენს უფლებას, რომ მთავრობამ არ აწიოს გადასახადი რეფერენდუმის გარეშე. გადასახადის აწევა ნიშნავს, იმას, რომ წაართვა მეტი ფული ბიზნესს, ხალხს და დახარჯო მერე, ვითომ შენი შეხედულებით, სინამდვილეში კი ბიუროკრატიაზე. ამიტომ ეს უფლება ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამის მნიშვნელობა არ ესმის ერთადერთი საქართველოს მთავრობას”, - განაცხადა უგულავამ.

თავის მხრივ, როგორც ”გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, პრინციპულია, რომ კონსტიტუციაში იყოს ჩანაწერები, რომელიც არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს.

” მუდმივად არსებობს რისკი, რომ ყოველი შემდეგი ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას მოაწყობს თავისი ხუშტურიდან გამომდინარე. პრინციპულია, რომ კონსტიტუციაში იყოს ჩანაწერები, ჩამკეტი მექანიზმები, რომელიც არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, გასცდეს გარკვეულ ფარგლებს და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

17 ოქტომბერი, 2018 , 21:38

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რ

„იბერიამ“ მაუწყებლობა უნდა განაახლოს, კრიტიკული მედიის არსებობა ყველასთვის მნიშვნელოვანია - „ახალგაზრდა ადვოკატები“

17 ოქტომბერი, 2018 , 17:20

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” ტელეკომპანია „იბერიის“ მხრიდან მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული და გამიჯნული აღმოჩნდეს

ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულან შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“ - ნატო ჩხეიძე ბიზნესმენებს მიმართავს

17 ოქტომბერი, 2018 , 17:20

უკვე მეორე დღეა, ტელეკომპანია ,,იბერიას“ ეთერში საინფორმაციო გამოშვება და გადაცემები აღარ გადის. "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელები, დამოუკიდებელი არხისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაში სწორედ ხელისუფლებ

სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო მოინახულა

17 ოქტომბერი, 2018 , 17:20

2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა და მისი რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, დაწესებულებაში მიმდი

განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით - მარიამ ჯაში

17 ოქტომბერი, 2018 , 16:40

ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე აქცენტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. კომიტეტის თავმჯ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს `ვეტერანის დღე`-ს ულოცავს

17 ოქტომბერი, 2018 , 15:16

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს "ვეტერანის დღე"-ს ულოცავს: ,,ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს“. დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`