უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 აგვისტო, 2017 12:57
font-size

სახელმწიფომ კერძო მევახშეებს ვერაფერი მოუხერხა - ექსპერტი

საბანკო სფეროს ექსპერტის ირაკლი ბერძენაძეს თქმით, საქართველოში საფინანსო ინსტიტუტების სამი კატეგორია არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი, „კერძო მევახშეობა“ საშიშ კატეგორიად შეიძლება იყოს მიჩნეული.

როგორც ექსპერტმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბარში განმარტა, კერძო მევახშეობა სახელმწიფოს მხრდიან არ კონტროლდება, კუთვნილი თანხის ამოღების მექანიზმით „მევახშეები“ პირდაპირ კრიმინალზე არიან გადასული.

„არის საფინანსო ინსტიტუტების სამი კატეგორია - ბანკი, მიკროსაფინანსო და კერძო მევახშეეები, რომელთაგან მესამე ყველაზე საშიშ გამსესხებლად შეიძლება მივიჩნიოთ. პირობებით, პროცენტებით და კუთვნილი თანხის ამოღების მექანიზმებით პირდაპირ გადასულნი არიან კრიმინალზე. „მევახშეებთან“ შედარებით ბანკი და მიკროსაფინანსო კომპანიები ინდობენ ხალხს.

ბანკებს სახლები გააქვთ საჯარო აუქციონზე, რაც ბუნებრივია, და, ზოგადად, კერძო საკუთრების გაყიდვამდე ბანკი ზარალზე მიდის. გარდა ამისა, არც ისე იოლად იყიდება ასეთი სახლები, როგორც ყველას ჰგონია. არც ბანკს და საფინანსო ორგანიზაციას არ უნდა კერძო საკუთრება, მათ თანხის ამოღება ურჩევნიათ მსესხებლისგან და აძლევენ საშუალებას სხვადასხვა პირობით, როგორმე მოახერხონ გადახდა.

ზოგადად რომ ვისაუბროთ, ხალხს, რომელიც კარგავს საცხოვრებელს სესხის გადაუხდელობის გამო, აქვს ძალიან ცუდი ეკონომიკური ხედვა საკრედიტო საკითხებისადმი. კერძო მევახშეები არიან ის პირები, რომელთა საქმიანობას სახელმწიფომ ვერაფერი მოუხერხა, ისინი გადასახადებსაც არ იხდიან. ამითაც მოგებას ნახულობენ და ისეთი პირობები აქვთ, რაც ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს სცილდება. ამის კონტროლი აუცილებელია, რათა ხალხი დაცული იყოს უსამართლობისგან“,-განაცხადა ბერძენაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 აგვისტო, 2017 , 09:00

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 აგვისტო, 2017 , 18:00

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,

საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია ხდება - ეკონომიკის სამინისტრო

18 აგვისტო, 2017 , 16:13

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც საკმაოდ პოზიტიურ შედეგებშიც აისახება, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობ

სემეკ-მა „თელასის“ ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო

18 აგვისტო, 2017 , 15:08

სემეკ-მა „თელასის“ ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი  კენჭისყრაზე კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ დააყენა, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 აგვისტო, 2017 , 09:13

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.03 თეთრი შეადგინა.

სებ-ი აგრძელებს რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებას და ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისებას

16 აგვისტო, 2017 , 17:39

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 აგვისტოს N120/04 ბრძანებით ცვლილებები შევიდა ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ" დებულებაში.