უკან

ეკონომიკა

11 მარტი, 2019 12:45
font-size

სახელმწიფოს ანაკლიის პროექტში უკვე 60 მილიონ ლარამდე აქვს ინვესტირებული - მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი ანაკლიის პროექტის კერძო კომპანიის მიერ აშენება და შესაბამისად, სახელმწიფო არ აპირებდა პროექტში ფინანსურ მონაწილეობას.

„სახელმწიფოს ქონდა აღებული პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრრუქტურის მიყვანის ვალდებულება. ასევე, დაახლოებით 60 მილინი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას. ეს მიწები უკვე გადაეცა კონსორციმს. ეს ვალდებულებაც უკვე შეასრულა სახელმწიფომ, ანუ მას ანაკლიის პორეტში უკვე ინვესტირებული აქვს ეს თანხა. პროექტში სხვა ფინანსური მონაწილეობის ინტერესი სახელმწიფოს არ ქონია და ეს გაცხადებული იქნა თავიდანვე,“ - აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის განვიარების კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში და დათანხმდა კონკურსის პირობებს. თუმცა, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას ხელშკრულების შეცვლილი პირობებით გაფორმების თხოვნით, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა.

„სწორედ ამ მომართვის შედეგია ის გადაწწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარტნიორო ფონდის მიერ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში დამატებითი 100 მლიონი დოლარით მონაწილეობას... ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით აცხადებ, გყავს გამარჯვებული და მერე ხდება პირობების შეცვლა, კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. როდესაც კაბალურ პირობებზე ვსაუბრობთ, კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფო არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა. სანამ გაფორმდა ხელშკრულება სახელმწიფო უკვე დათანხმდა კონსორციუმს ახალ პიროებზე. კონსორციუმი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას 2014-დან 2016 წლის განმავლობაში და რატომღაც კონსორციუმის გამარჯვებულად დასახელების მერე ხდება ეს პირობა კაბალური“.

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას აქვს სურვილი შესრულდეს ანაკლიის პროექტი. მისი განმარტებით პროექტის შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა, ამაზე აქამდე არავინ საუბრობდა. კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სრული დაფინანსების - 600 მილიონი დოლარის მოზიდვის ვალდებულება 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2017 წლის ბოლოს ამ ვალდებულების შესრულება გადავადდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. არც 2017 და 2018 წლის ბოლოს ვალდებულება არ შესრულებულა და 2018 წლის ბოლოს კიდევ 6 თვით გადავადდა. მინისტრის თქმით, კონსორციუმს არაერთხელ გადაუვადდა, როგორც დაფინანსების, ისე მშენებლობის დაწყების ვალდებულება.“

„ჩვენ ნაწილობრივ სიმართლეს ვისმენთ კონსორციუმის მხრიდან. ხელშეკრულებით ყველა პირობაა გაწერილი. გაწერილია, თუ რას ნიშნავს სამუშაოების დაწყება. ის სამუშაოები, რომელიც არის განხორციელებული არის მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, ის დაღმავების პირველი ეტაპის სამუშაოები იქნა გამოყვენილი ძირითადი სამუშაოებიდან და ჩვენც დავეთანხმეთ ამაზე კონსორციუმს, რათა სამუშაოები დაეწყოთ და არ მიგვეღო კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა და ეს უფლება ჩვენ მივეცით დამატებითი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის გარეშე. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს ვიათარება როცა ჯერ არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მათივე განცხადები და მათ აქვს გამოცხადებული კონკურსი კონტრაქტორის შრჩევაზე. და ეს კონტრაქტორიც უნდა შერჩეულიყო 2017 წლის ბოლოს, მერე 2018 წლის ბოლოს და მერე უკვე მარტის ბოლოსთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები.“

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ კონსორციუმს გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი