უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 იანვარი, 2018 15:55
font-size

სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება ახალი ინვაზიური მავნებელის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა და ტოივო კლაარს ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა ქვეყანაში ფიტოსანიტარიის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 2018 წლის სტრატეგიული ხედვა, 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და მავნებელთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები - ნათია თურნავა

11 ივლისი, 2019 , 16:20

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლ

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა

11 ივლისი, 2019 , 12:00

2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით

გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ

11 ივლისი, 2019 , 12:00

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნლოვანი შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს