უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აგვისტო, 2020 14:55
font-size

სახელმწიფოს დახმარებით ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკადან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მოხერხდა გამონაკლისის დაშვება და კომპანია “ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი”-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა.

ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მეზღვაურები საქართველოში ავიაკომპანია My way Airlines-ის სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

“ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენი ელჩების გულისხმიერებას და ჩართულობის მაღალ დონეს მეზღვაურთა როტაციის პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინე სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო ძალიან ძნელია დღეს მსგავსი ოპერაციების წარმოება. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით წარმატებით შევცვალეთ 34 მეზღვაური. როტაციის პროცესი მთავრობის დახმარებით წარმატებით გრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ პანდემიის ფონზე შევძელით შეგვექმნა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ”, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.