უკან

ეკონომიკა

16 დეკემბერი, 2017 13:20
font-size

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწოფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 000 ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

„ჩირინა“ ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფი ფინანსური რესურსებზე წვდომით საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და შეუძლიათ წარმოების გაზრდაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნვბელყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა“ ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შევძელით, ჩვენი საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაგვესაქმებინა მეტი ადამიანი. ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე.

მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის „Chief Industries UK”-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2018 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5451 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5423 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრ

მამუკა ბახტაძე „Euromoney-ის“ ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს

16 იანვარი, 2018 , 17:49

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს „Euromoney-ის“ ყოველწლიურ ფორუმში. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამ

ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს

16 იანვარი, 2018 , 17:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღეს დონორთა საერთაშორისო საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ იმ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 იანვარი, 2018 , 17:30

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5451 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5423 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები კორეაში შეხვედრებს მართავენ

16 იანვარი, 2018 , 16:55

კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორე

ბიზნესი მოკვდება, თუ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უსწრაფესად არ აეკრძალათ - გოჩა ფიფია

16 იანვარი, 2018 , 13:10

„თუ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ბანკებს კატეგორიულად და უსწრაფესად არ აეკრძალათ ამ მიმართულებებში ოპერირება, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოში სხვა მსხვილი ბიზნესი მოკვდება“, - ამის შესახებ რადიო &bdqu

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე