უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 აგვისტო, 2020 11:55
font-size

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება, მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა.

კომპლექსი, რომელიც შპს „აგროკომპლექსს“, შპს „სართიჭალა ვაინიარდ კომპანიას“, შპს „დმანისის მეცხოველეობას“ და რამდენიმე სხვა კომპანიას ერთიანებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების - „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ ბენეფიციარია.

„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში ახალი მეურნეობები ყალიბდება, ასევე მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი. „აგროკომპლექსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის კომპანიაა საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაა წარმოდგენილი. მათ შორის, კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია სუფრის ყურძნის ბაღი, რაც იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აგროკომპლექსი 1200 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული მეურნეობაა, რომელიც იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნისა და ვაშლის ინტენსიურ ბაღებთან ერთად, Maisadour ჯიშის სიმინდის (საფრანგეთი) ნათეს ფართობებს, ვაშლის შესანახ სამაცივრო მეურნეობასა და მეხორცული ჯიშის ფერმას აერთიანებს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ბაღები აღჭურვილია თანამედროვე საირიგაციო და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით. სამაცივრო მეურნეობაში დანერგილი ULO ტექნოლოგია კი, ხილის იერსახის და ღირებულებების ხანგრძლივ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
აგროკომპლექსში მუდმივად 70, ხოლო სეზონურად 100 ადგილობრივი პირია დასაქმებული.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი