უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2017 13:50
font-size

სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის.

მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს აღნიშნულ საკითხზე კონტროლი დაავალა.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა. მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა.

მე მინდა გთხოვოთ ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზრისით, რომ თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, რეაგირება იყოს უმკაცრესი. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა.

თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად მიიღონ ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი