უკან

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 15:05
font-size

სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა უზრუნველყოს კრედიტორთა და მოვალეთა უფლებებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენა - ადვოკატთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაციის ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ქართველი ადვოკატები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ყოველდღიურად აწყდებიან ასიათასობით საქმეს, სადაც საკრედიტო დაწესებულებები უმეტეს შემთხვევაში, ბოროტად სარგებლობენ მსესხებელთა უმწეო მდგომარეობით და ისეთ კაბალურ პირობებზე იყოლიებენ მათ, რომ შეუძლებელი ხდება მათთვის ეფექტიანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. მოქალაქეთა ამგვარ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება შეიძლება მიჩნეული იქნას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად.

სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მიდგომის შედეგად, მუდმივად ხდებოდა საკრედიტო დაწესებულებებსა და კერძო პირებს შორის უფლებათა ბალანსის დარღვევა საკრედიტო დაწესებულებების სასარგებლოდ და მსესხებელთა საზიანოდ. აღნიშნულმა იმ რეალობის წინაშე დაგვაყენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა კაბალურ მდგომარეობაში, გამოეთიშა სამოქალაქო ურთიერთობებსა და ეკონომიკურ აქტივობას. ეს საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით აღიარებულ სოციალური სახელმწიფოს იდეას, არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა უზრუნველყოს კრედიტორთა და მოვალეთა უფლებებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენა მოქალაქეთა მიმართ სამართლიანობის პრინციპის დაცვით. ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, თავისი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სამართლიანად მოაწესრიგოს საკრედიტო დაწესებულებებსა და მოქალაქეთა შორის არსებული ფულად-საკრედიტო ურთიერთობები და დაამტკიცოს, რომ სახელმწიფოსთვის კონკრეტული ადამიანია პრიორიტეტი.

სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების დროს არ იქნა გათვალისწინებული იურიდიული პროფესიის მოსაზრებები მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე და ამ მხრივ, მისასალმებელია ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სამთავრობო ინიციატივები და თანმხლები დისკუსია.

მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დროულად და ეფექტიანად მოხდეს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს შექმნილი დისბალანსის აღმოფხვრას. კერძოდ, აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

(ა) სასესხო ურთიერთობებში რეგულირებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობის დარღვევა ჩაითვალოს მევახშეობად და გამოცხადდეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენად გერმანული მოდელის შესაბამისად;

(ბ) მოქალაქეთა მუდმივი ვალაუვალობის დასრულების მიზნით, კანონმდებლობით დაწესდეს კონკრეტული ვადა (არაუმეტეს 10 წელი), რომელშიც მოხდება კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება. შედეგად კი კერძო პირებს შეეძლებათ სრულფასოვან სამოქალაქო ურთიერთობებში დაბრუნება.

(გ) კანონით ერთმნიშვნელოვნად აიკრძალოს სასესხო ურთიერთობებში პროცენტიდან პროცენტის გადახდა;

(დ) სასესხო ურთიერთობებში კანონით უნდა დაწესდეს პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს წლიური საპროცენტო განაკვეთის ნახევარს.

(ე) თავმდები პირების, გირავნობის და იპოთეკის საგნის მესაკუთრეების მიმართ შემოღებულ იქნეს წინასწარი სავალდებულო ინფორმირების და მათი გადახდისუნარიანობის სათანადოდ შემოწმების მექანიზმი;

(ვ) შემუშავდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დააწესებს ფიზიკურ პირთა გაკოტრებულად ცნობის შესაძლებლობას და ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შანსს სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

18 ივლისი, 2018 , 17:40

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის. ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150. მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდე

,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” `საქნახშირთან` დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 ივლისი, 2018 , 17:40

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ინფორმაციით, იქამდე ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილა

ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესით, სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა

18 ივლისი, 2018 , 16:00

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის მიხედვით, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. ნუცუბიძის

თბილისის მერიის მხარდაჭერით საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

18 ივლისი, 2018 , 16:00

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

დედაქალაქის მერია რამდენიმე გამზირისა და ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

18 ივლისი, 2018 , 16:00

უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მ

არ მოხდა აფეთქების ზონიდან ხალხის სათანადო მანძილზე გაყვანა - „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი

18 ივლისი, 2018 , 15:20

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება. როგორც ჯაყელმა განაცხადა, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მან