უახლესი ამბები
- 09.02.2025 15:06საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
- 09.02.2025 13:28პუტინს სურს უკრაინაში ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი
- 09.02.2025 13:07მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- 09.02.2025 13:00USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება - სამანტა პაუერი
არქივი
მოზაიკა


სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს
საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. კონცერტებზე მუსიკოსი ასევე ასრულებს ორიგინალურ კომპოზიციებს საკუთარი კოლექციიდან, რაც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის.
მან უკვე გამართა კონცერტები თბილისსა და ბათუმში, ქუთაისში კი 1 თებერვალს დაუკრავს და იმღერებს. არტისტი სიმღერებს 31 ენაზე ასრულებს. მისი მუსიკა შთაგონებულია ვივალდის, მოცარტისა და პიაცოლას ხელოვნებით; გამდიდრებულია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით.
„მედიანიუსი“ იან მაკსინს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეპეტიციაზე გაესაუბრა. როგორც მან ინტერვიუს დასაწყისშივე აღნიშნა, საქართველოში მორიგი სტუმრობით დიდად მოხარულია. თბილისსა და ბათუმს იგი გასული წლის ზაფხულშიც ეწვია.
„ქართველი მსმენელის მუსიკალურ გემოვნებაში ეჭვი არ მეპარება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს ქალაქებში ხალხით სავსე დარბაზები მხვდება. დედაჩემის ოჯახი 10 წელზე მეტხანს თბილისში ცხოვრობდა, ამიტომ ქართული კულტურა ჩვენი ოჯახური ტრადიციების ერთგვარი ნაწილია. ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. ხშირად ვუყურებდი გიორგი დანელიასა და ოთარ იოსელიანის ფილმებს. ბიძაჩემი, დედის ძმა, ქართულად ჩინებულად მღეროდა. სიმღერა „თბილისოც“ მან შემასწავლა. აქ ჩამოსვლისას მთაწმინდას, ნარიყალასა და ვაკის პარკს შემოვივლი ხოლმე“, - განაცხადა იან მაკსინმა.
მუსიკოსი 5 ენას ფლობს. „მედიანიუსის“ შეკითხვას, აპირებს თუ არა ქართულის შესწავლასაც, მან ასე უპასუხა: „ქართული ენა უნიკალურია. მისი შესწავლა გაცილებით რთულია, ვიდრე რომელიმე ინდოევროპული ენისა. თუმცა გპირდებით, ნელ-ნელა მასაც შევისწავლი და ქართულ ენაზეც დავწერ სიმღერებს. სვანეთში დასვენებისას ცოტაოდენი სვანური ავითვისე“.
იან მაკსინისათვის მუსიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თავის დანიშნულებადაც ადამიანებისათვის მუსიკის ჩუქებას მიიჩნევს.
„მუსიკა სულის სიღრმეში აღწევს. იგი ადამიანების გაერთიანების ერთადერთი შანსია და ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე მეტად შეუძლია მათ შორის მჭიდრო კონტაქტის დამყარება. მხოლოდ მუსიკას ძალუძს გადაგვარჩინოს და გაგვაგებინოს, რომ დედამიწაზე ყველა ერს აქვს არსებობის უფლება“, - ამბობს იან მაკსინი.
აღსანიშნავია, რომ მან საქართველოში უკვე გამართულ კონცერტებზე ყველასათვის საყვარელი სიმღერა „გელინოც“ შეასრულა, რაც მანამდე 20-ზე მეტ ქვეყანაში უმღერია. სახელოვანი ვიოლონჩელისტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას სამომავლოდაც აპირებს, თანაც - არაერთხელ.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა
18 ნოემბერი, 2024 , 08:39

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს
23 სექტემბერი, 2024 , 08:02
`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე
9 სექტემბერი, 2024 , 15:35

თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს
23 მაისი, 2024 , 15:54

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია
1 თებერვალი, 2024 , 15:01
საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო
27 ნოემბერი, 2023 , 11:27