უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 აპრილი, 2025 16:11
font-size

სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია

სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ....

დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ... ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ და მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე ასევე აღნიშნა: „სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი - დაკავებულია ჩინეთის 14 მოქალაქე - შსს

15 მაისი, 2025 , 13:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს - უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დ

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

15 მაისი, 2025 , 11:03

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკ

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს

14 მაისი, 2025 , 18:19

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამჟამად დაკაცვებულმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვ

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

14 მაისი, 2025 , 15:04

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავე

იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე

14 მაისი, 2025 , 11:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა -საია

13 მაისი, 2025 , 13:02

სასამართლომ აქტივისტის, თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით