უკან

პოლიტიკა

12 იანვარი, 2017 16:55
font-size

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტითაა გათვალისწინებული საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, სამხედრო დისციპლინის განმტკიცების კუთხით, რათა იმ ამოცანების წარმატებით განხორციელება შევძლოთ, რომელიც დასავლეთ სარდლობის მიმართულებით იქნება დასახული“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ კი, ახალ სარდალს ტრანსფორმაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის თანამდებობა 10 იანვრამდე ვაკანტური იყო. პოლკოვნიკ გიორგი მათიაშვილის კანდიდატურა კი, ამ თანამდებობისთვის შერჩევის უმაღლესი საბჭოს მიერ შეირჩა.

პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლის ცენტრში ოცეულის მეთაურად დაიწყო. სხვადასხვა დროს გენერალურ შტაბში J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. დასავლეთ სარდლად დანიშვნამდე კი, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე იყო. საქართველოს გარდა მან სამხედრო განათლება კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მიიღო.

საკვანძო სიტყვები:

საერთაშორისო პარტრნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

9 აპრილი, 2020 , 16:53

საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებ

დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს

9 აპრილი, 2020 , 15:55

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. როგორც ჭიჭინაძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 მნიშნველოვანი პრობ

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`