უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 აპრილი, 2021 13:15
font-size

საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით - სუს-ი ენგურის ხეობის ტრაგედიაზე

ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სუს-ი სამი გარდაცვლილის შესახებ საუბრობს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

“საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში." - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

25 მარტი, 2021 , 10:40

24 მარტს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოად

პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

23 მარტი, 2021 , 10:34

დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული, პრეზიდენტის ინიციატივით, ვანიშვილი „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ორბელიანების სასახ

საჭიროა ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება კონფლიქტებთან მიმართებით — DRI

22 მარტი, 2021 , 14:25

დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას ახალი სტრატეგიული დოკუმენტი კონფლიქტებთან მიმართებით. "ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად და მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პას

საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

19 მარტი, 2021 , 12:40

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო და ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნ

რუსეთი აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას - ნიკოლოზ სამხარაძე

13 მარტი, 2021 , 14:45

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას, – ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის საგა

არჩილ თალაკვაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

11 მარტი, 2021 , 20:24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა. არჩილ თა