უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 აპრილი, 2018 16:40
font-size

საკითხის გარკვევამდე რეორგანიზაციის პროცესი შევწყვიტეთ - ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა გაფიცვით გამოწვეული სიტუაციის გამო შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განაცხადა, რომ სიტუაციის გარკვევამდე საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

„ბათუმის საზღვაო ნაოსნობაში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის კონსულტაციისა და მომართვიანობის შემდეგ მივირეთ გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ რეორგანიზაციის პროცესი, აუთსორსინგის მოზიდვა და შემცირესის პროცესი. ყველა განხილვის დასრულებამდე აღნიშნული საკიტხი მოხსნილია დღის წესრიგიდან“, - განაცხადა დანიარ მუხამედ რახიმ.

გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ნავსადგურმა შექმნა კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების კომისია, რომელიც თანამშრომლების მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

„ობიექტურობის გაზრდის მიზნით, პორტმა უკვე შექმნა შრომით კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების კომისია, რომელსაც, კოლექტივის მოთხოვნის გათვალისწინებით, უხელმძღვანელებს „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“ და არა ადმინისტრაცია. აღნიშნული კომისია მზად არის, შეუდგეს მუშაობას.


კანონით განსაზღვრული ყველა ფორმალობის დაცვის მიზნით, დღეს, წერილი ჩვენს კოლეგებსა და პროფკავშირს გაეგზავნება. მოვუწოდებთ ყველა მუშას და პროტესტის მონაწილეს, იმოქმედონ გაწონასწორებულად, კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით”, - განაცხადა დანიარ მუხამედ რახიმ.

გენერალური დირექტორის განცხადების მიუხედავად, ნავსადგურის თანამშრომლები პირობებს არ თანხმდებიან და შიმშილობას აგრძელებენ იქამდე, სანამ დანიარ მუხამედ რახიმი არ გადადგება.

ნავსადგურის თანამშრომელთა ნაწილი გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, მეორე დღეა შიმშილობს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი