ეკონომიკა


საკმაოდ კრიტიკული იყო სავალუტო ფონდის წინა დასკვნები, ბოლო დასკვნა - შედარებით ნორმალური - გიორგი ვაშაძე
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმაზე, რაც რამდენიმე დღის წინ სავალუტო ბაზარზე მოხდა, პასუხი არა კერძო კომპანიას უნდა მოეთხოვოს, არამედ ქვეყნის პრემიერი უნდა გამოვიდეს და თქვას, ვინ იყო ამაში დამნაშავე.
როგორც ვაშაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი დასკვნა ნორმალურია.
„ის, რაც მოხდა ლართან მიმართებაში, მე ამაზე პასუხს ვერ მოვთხოვ კერძო კომპანიას. უნდა გამოვიდეს კვირიკაშვილი და თქვას, ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე “, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, აქციზზე ფასების მატება მეტ ქაოსს გამოიწვევს. პოლიტიკოსის აზრით, აქედან გამოსავალი არის საინვესტიციო პროგრამების საჭიროება.
„ქვეყანაში დოლარის შემოდინების ნაკადი ნაკლებია, კრიზისი ამანაც გამოიწვია. თბილისს სჭირდება ახალი არტერიები განვითარებისა, ყველაფერი კონცენტრირებულია ცენტრში. ქვეყნის შიგნით ტრიალებს ცოტა ფული, საჭიროა ქვეყანაში განვითარების მსხვილი არტერიები. ჩვენ რეალურად გვაქვს რეგიონში შანსი, რომ გავხდეთ ცენტრი, რადგან თბილისს აქვს მეტი პერსპექტივა სხვა ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით“, -აღნიშნა ვაშაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
8 აპრილი, 2021 , 17:30

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
8 აპრილი, 2021 , 17:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
31 მარტი, 2021 , 12:50

2020 წელს საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 125.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი
30 მარტი, 2021 , 10:49