უკან

პოლიტიკა

20 იანვარი, 2017 13:35
font-size

საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა - ჯანი ბუკიკიო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პირველი შეხვედრა პარლამენტის და ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

ჯანი ბუკიკიომ დღესვე არაოფიციალური შეხვედრა გამართა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა.

„შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ და მინდა აღვნიშნო, სამართლის საკითხებში ქართველ ექსპერტებთან ჩვენ სრული აზრთა თანხვედრა გვაქვს. ბევრ მათგანს უკვე წლებია ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ვთანხმდებით იმ საკითხებში, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია თქვენს ქვეყანაში ვითარების გასაუმჯობესებლად. საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა. შეხვედრა არ იყო დაანონსებული, რადგან ის ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში არ არის შეტანილი. ვენეციის კომისიას კი სურს ჰქონდეს რეალური კონტაქტი საზოგადოების უშუალო ნაწილთან,“ - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და ცვლილებებზე კომენტარი პარლამნეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებისთვის კენჭისყრას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

„გასული წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვინც ჩართული იყო პროცესში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყველა ინსტიტუტმა, 2016 წლის არჩევნების შემდგომ მხარი დაუჭირა პროპორციული არჩევნების სისტემის შემოღებას. ეს ყველაფერი არის ოფიციალურად ინიცირებული, დევს პარლამენტში და სჭირდება კენჭისყრა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვერ ვუყარეთ კენჭი გასულ პარლამენტში, იყო ეს პოლიტიკური დაძაბულობა პარლამენტის შიგნით.

დღეს ეს პრობლემა აღარ არის, ,,ქართული ოცნება’’ იყო პროპორციული სისტემის შემოღების ინიციატორთა შორის, ამიტომ ეს საკითხი თუ იქნებოდა კენჭისყრაზე უახლოეს კვირეებში დასმული და პარლამენტიც თუ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი კონსტიტუციურ პროცესში ჩართული ყველა მხარისადმი, რომ ხელისუფლება განწყობილია კონსესუსების პატივისცემისკენ,“ - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს