უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მაისი, 2017 17:50
font-size

საკონსტიტუციო კომისიამ ვერ და არ გადაჭრა არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა - ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ ან არ გადაჭრა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

,,ნამდვილად ვწუხვარ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ გაგვიცრუა იმედი. მიგვაჩნია, რომ კომისიამ ვერ და არ გადაჭრა არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის ინიციატივები, რომლებიც კონკრეტულად საარჩევნო სისტემას უკავშირდება, რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს პოლიტიკურ კლასს, ამომრჩეველს, საზოგადოებას.

სრულიად მიუღებელი და აბსურდულია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ ბონუსებად შეფუთვა და, ფაქტობრივად, „ქართული ოცნებისთვის“ ჩუქება.

სამარცხვინოა მუდმივი მუქარები,- მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. გაუგებარი და აუხსნელია რეფორმების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება.

მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებების ხორცშესხმა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას.

გასაკვირია და, ზოგ შემთხვევაში, დაუჯერებელია, მაგრამ გამიჩნდა მკაფიო განცდა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეირწყა ყოფილი ხელისუფლების ე.წ. „რეფორმატორები“ და თავად დაადგა ძველი ხელისუფლების გზას.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ძალაუფლების უზურპაციის გზა, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის სხვა შანსს არ უტოვებს, გარდა რევოლუციისა. ამ გზას ჩვენ მხარს ვერ და არ დავუჭერთ.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ჩვენ ვერ მოვახერხებდით სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებასა და შეცვლას. ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ მან იტვირთა დემოკრატიის გარანტის როლიც.

იმედს ვიტოვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი საზოგადოებისა და, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი წევრი, არ დარჩება ამ პროცესების მიღმა და ქმედით მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ავტორიტარული ინიციატივების შეცვლის საქმეში. მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ფორმატის საჯარო დისკუსიაში და არუმენტირებულად დავიცვა ჩვენი პოზიცია.

არსებულ ვითარებაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ჩვენი დეპუტაცია და ჩვენთან ერთად არაერთი პოლიტიკური პარტია მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, რათა რეფერენდუმზე გავიტანოთ ყველა სადაო საკითხი - საარჩევნო სისტემის, პრეზიდენტის ინსტიტუტის, ქართული მიწების გასხვისების და სხვა საკითხები.

თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მოგვცემს ხელმოწერების შეგროვების საშუალებას - მივმართავთ პრეზიდენტს. ამის პარალელურად, გავმართავთ შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ცხადია, ვენეციის კომისიასთან, გვექნება ვიზიტი ბრიუსელსა და სტრასბურგში. მაისის ბოლოს გავმართავთ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას, აქციის დასრულებისთანავე დავიწყებთ მჯდომარე აქციას. ივნისის პირველ რიცხვებში მჯდომარე აქცია გადაიზრდება შიმშილობის აქციაში. გვეყოლება როგორც უვადო მოშიმშილეები, ასევე მოშიმშილეები- ჯაჭვური პრინციპით. ამის პარალელურად, დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები.

დასასრულს მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: ჩვენ არ გვინდა მტრობა, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაგვრჩეს და ამით დაზიანდეს ქართველ ხალხი და ქართული სახელმწიფო’’, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ