უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2017 17:10
font-size

საკონსტიტუციო კომისიაში შეთანხმდნენ ორ საკითხზე- ვახტანგ ხმალაძე

ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში შეთანხმდნენ ორ საკითხზე: პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობის პროცედურასა და მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის ნდობის გამოცხადებაზე. მისი აზრით, ესაა „ერთ-ერთი წარმატებული შეთანხმება“.

იდეის თანახმად, პარლამენტის დეპუტატების კონსტიტუციით განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, უნდა წარუდგინოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, მან კი - სავარაუდო მინისტრები.

„თუ პარლამენტის წევრთა კონსტიტუციურად განსაზრღვრული რაოდენობა მიიჩნევს, რომ უნდობლობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას, ის სვამს საკითხს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. იმავე დროს ის ასახელებს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, სამ კვირას არ აღემატება, უნდა წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. თუ ნდობა არ გამოუცხადა, რჩება ძველი მთავრობა. ვინც მოინდობა უნდობლობის გამოცხადება, 6 თვის განმავლობაში ამ საკითხს ვეღარ დასვამს. თუკი პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას უმრავლესობით, მაშინ მთავრობა გადამდგარად ითვლება და მოვა ახალი მთავრობა, ანუ, აი, ეს პოლიტიკური კრიზისის პერიოდი არის ხანმოკლე. მე რა ვადაც გითხრით, ესაა მაქსიმალური ვადა და ეს შეიძლება, უფრო ადრე დამთავრდეს“, - განაცხადა ხმალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ხმალაძე აღნიშნავს, რომ 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურით „პარლამენტს შეუძლია მთავრობის შანტაჟირება“. საკონსტიტუციო კომისიის წევრის თქმით, ამ შეთანხმებით ეს გასწორებულია.

ხმალაძის განცხადებით, ამ მოდელის შეტანა პარლამენტში სამართლიანი იქნება, თუკი საპარლამენტო არჩევნები სრულიად გადავა პროპორციულ წესზე.

„ეს ყველაფერი იქნება სამართლიანი და ოპტიმალური, თუ პარლამენტის არჩევის წესი უზრუნველყოფს პროპროციულ წარმომადგენლობას. ანუ, ის, ვისაც მხარს უჭერს 20%, მან უნდა მიიღოს მანდატების 20%“, - თქვა ხმალაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობასაც ექნება ნდობის საკითხის გამოცხადების შესაძლებლობა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი