უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 18:45
font-size

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიესალმა და სხდომაზე დამსწრე წევრების აქტივობისთვის კმაყოფილება გამოთქვა.

,,მოხარული ვარ მაღალი ქვორუმით ვიწყებთ მუშაობას და პრაქტიკულად სრულად არის წარმოდგენილი ჯგუფის შემადგენლობა. რაც შეეხება სამუშაო პროცესის რეგლამენტს, მუშაობა სამ ეტაპად წარიმართება და დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის კონსტიტუციური კანონის არსებულ ტექსტებს დეტალურად განვიხილოთ. გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად, მეორე სხდომისთვის შესაძლებელი იქნება პირველადი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად იქნება განხილული და ბოლო, მესამე სხდომისთვის უკვე შეგვეძლება კონსტიტუციური თავების კიდევ ერთხელ გადამუშავებული რედაქტირებული ვარიანტის მომზადება და საბოლოო შეჯერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ პირველ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, როდესაც კონსტიტუციის შესავალი ნაწილი განიხილებოდა, კომისიის წევრები ტერიტორიული მოწყობის საკითხებს უკვე შეეხნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მოწყობის დებულებები სწორედ კონსტიტუციის პირველ თავშია წარმოდგენილი.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი