უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აპრილი, 2017 18:30
font-size

საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი უნდა ყოფილიყო ღია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი უნდა ყოფილიყო ღია, რათა მომხდარიყო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ამის შესახებ მან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა.

„მე ვთავაზობდი, რომ ვყოფილიყავით სამი თანათავმჯდომარე. კომიკურია აზრი იმის შესახებ, რომ მე თანათავმჯდომარის თანამდებობა მინდოდა. კომისიის ფორმატი უნდა ყოფილიყო ღია. ასეთი იყო ჩემი მოსაზრება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ შესაცვლელი იქნებოდა ერთი მუხლი. მე ვფიქრობდი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ უნდა გვეკითხა საზოგადოებისთვის, თუნდაც პრეზიდენტის არჩევის წესსა და ასე შემდეგ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, კომისია გარკვეულწილად ჩაიკეტა საზოგადოებისგან და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან წამოიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“.

სტუდენტის კითხვაზე, რატომ არ ტარდება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმი, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მან არჩია საყოველთაო მსჯელობა.

„რა უფრო მნიშვნელოვანია, რეფერენდუმი, პლებისციტი თუ პოლიტიკური აქტივობის სხვა ფორმები? რეფერენდუმის წესს აქვს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუნდაც პლებისციტი რეალური და ლეგიტიმური ბერკეტია. მაგრამ რა უფრო ფასეულია - შეხვედრა და საუბარი თუ კონსტიტუციაში სწორად ჩაწერილი კითხვა?“, - უპასუხა პრეზიდენტმა.

ანა მებურიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი