უკან
პოლიტიკა
23 დეკემბერი, 2016 15:05
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, შესაძლოა, დავით უსუფაშვილი ჩაერთოს
საკონსიტუციო კომისიის შემადგენლობაში, შესაძლოა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შევიდეს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გადაწყვეტილი აქვს, რომ შეთავაზება დავით უსუფაშვილს გაუკეთოს.
გარდა ამისა, „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, კომისიაში, შესაძლოა კონსტიტუციონალისტის სტატუსით, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძეც მოხვდეს.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, რომელზეც დაასახელებს იმ წევრებს, რომელებიც კომისიის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
მონიკა დავლიანიძე