უახლესი ამბები
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
სამართალი
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება.
საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრები, საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პროექტს წარადგენენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
როგორც პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ გუნდს გარკვეული მონახაზი გააჩნია.
„მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არავითარი თავდაპირველი დოკუმენტი არ დაიდოს სახელისუფლებო პარტიის მიერ და ეს მართებულიც არის. გუნდშიც აზრთა სხვაობაც არსებობს, ანუ არსებობს მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან დაკაშირებით, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს“,-აღნიშნა ვოლსკიმ.
მონიკა დავლიანიძე