უკან
პოლიტიკა
2 მაისი, 2017 16:35
საკონსტიტუციო პროექტი ქვეყანაში პოლიტიკურ კლასს მარხავს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული პროპორციული სისტემა „ქვეყანაში პოლიტიკურ კლასს მარხავს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“.
როგორც ინაშვილმა „მოამბეს“ განუცხადა, ხმების გადანაწილების მიდგომა „ავტორიტარულია“ . მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას ბონუსების განაწილების საკუთარ მოდელს შესთავაზებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიებმა შეიძლება რევოლუციის გზა აირჩიონ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას არ გამორიიცხავს.
ანა მებურიშვილი