უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ივლისი, 2019 16:05
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად სცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასური, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო.

საკითხზე მოსარჩელე მხარე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ აბონენტებისთვის „112“-ის მომსახურების საფასურის მისი ნების მიუხედავად დაკისრება საკუთრების უფლებას არღვევდა.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ „112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას და პარლამენტს და მთავრობას გარკვეულ ვადას აძლევს, რომ „საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული დავის საგანი“.

„112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას. ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ „112“-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „112“-ის საფასური განეკუთვნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად „112“ დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული დავის საგანი“, - აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. „2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თა

იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება - „თავისუფალი საქართველო“

18 ივლისი, 2019 , 15:15

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება: „გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

18 ივლისი, 2019 , 14:30

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გ

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

18 ივლისი, 2019 , 13:20

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა პალატის დონეზე დასრულებულია სახელმწიფოს სრული გამარჯვებით - თეა წულუკიანი

18 ივლისი, 2019 , 13:13

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა პალატის დონეზე დასრულებულია სახელმწიფოს სრული გამარჯვებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამი

საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17 ივლისი, 2019 , 13:10

9-17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს