უკან

პოლიტიკა

31 ივლისი, 2018 17:18
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს, რომ ვარეგულიროთ მარიხუანის მოხმარება ქვეყნაში - აკაკი ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით პარლამენტს საკანონმდებლო ბერკეტები გამოაცალა.

„მიუხედავად იმისა, ვინ რას ბრძანებს, რეალურად, ფორმალურად, მარიხუანა რჩება აკრძალული, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გამოგვაცალა ბერკეტი კანონის აღსრულებისთვის.

სასამართლოს სჯობდა, ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე მარიხუანას გარდა და არა მარიხუანას ასეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს, რომ ვარეგულიროთ ამ ნარკოტიკის მოხმარება ქვეყნაში.ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, ყველას ავიწყდება“, -თქვა ზოიძემ.

მისივე თქმით, უმჯობესია, პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებას შეზღუდვებით უპასუხოს, კერძოდ, მარიხუანას მოხმარება აუკრძალოს 21 წლამდე ასაკის ადამიანს.

„მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. მომხრე ვიქნები,რომ ეს გავრცელდეს 21 წლამდე, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია“, -თქვა ზოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

21 ივლისი, 2019 , 17:33

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს &ldq

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს