უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 დეკემბერი, 2018 14:10
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის უფლება აუკრძალა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინიტროს დაცვის პოლიციის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ძალაში 2019 წლის ივლისიდან შევა დაცვის პოლიცია ვერც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას განახორციელებს.

საკონსტიტუციო სასმართლოში სადავო ნორმები რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიამ გაასაჩივრა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კონსტიტუციონალიტი ლევან მახარაშვილია. მისი განცხადებით, აქამდე არსებული ნორმები ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა კერძო დაცვის კომპანიებს კი, არათანაბარ პირობებში აყენებდა.

„სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და დაადასტურა, რომ სახელმწიფო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეშვეობით უხეშად ერევა კერძო დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რითიც შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად ახორციელებს იმავე ბიზნესს, მეორეს მხრივ კი, კონკურენტების მიმართ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია. არაკონსტიტუციური ნორმები ქმნიან ისეთ უსამართლო პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვის ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას,“ - აცხადებს მახარაშვილი.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, დაცვის კომპანიებთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა კანონპროეტზეც, რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. ახალი კანონპროექტი იურისტის მტკიცებით, შეამცირებს ელიტური კორუფციის რისკებსაც.

“ამ დაკანონებული უსამართლობის შედეგად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი ილექება შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა ჯიბეებში, რომლებიც ხელოვნურად აკოტრებენ კერძო დაცვით კომპანიებს. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის, მე-12 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას, რომ კერძო სექტორის რეგულირება იყოს გამჭვირვალე და საჯარო პირებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2019 წლის 1 ივლისიდან. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მოდელების შესწავლის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ განსახორციელებელი ცვლილების მოდელს, რომელსაც შევთავაზებთ სათანადო ორგანოებს, ასევე ზედმიწევნით დავაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პროცესს, რომ ისევ არ დარჩეს ცარიელი სივრცე ელიტური კორუფციის წასახალისებლად,“ - აცხადებს კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ლევან მახარაშვილი.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი