უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 მარტი, 2019 19:01
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე 15000 ჯარიმა, შესაძლოა, გააუქმოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციური სარჩელი №1344 არსებითი განხილვისთვის იქნა მიღებული. საქმეს მეორე კოლეგია თეიმურაზ ტუღუშის (თავმჯდომარე), ირინე იმერლიშვილის (მომხსენებელი მოსამართლე), მანანა კობახიძისა და თამაზ ცაბუტაშვილის შემადგენლობით განიხილავს. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იურიდიული პირებისა და დაწესებულებების მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შემთხვევებში, 15000 ათასი ლარით დაჯარიმების რეგულაციის გაუქმება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კოდექსით დადგენილი ჯარიმის ოდენობა, იმავე შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ 100-ლარიან ჯარიმას, გონივრული ფარგლებით აღემატება და კონფლიქტში მოდის კონსტიტუციის მე-14 მუხლით (2018 წლის 18 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით აღნიშნულია, რომ ჯარიმის განმარტების დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგს: სამართალგამოყენების ეტაპზე, ჯარიმის შეფარდება უნდა მოხდეს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. ჯარიმა წარმოადგენს სანქციის სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სპეციალური, ანუ სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია. ასევე, საერთო, სხვა პირების მიმართ პრევენციაც, თუმცა მისი ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად არაგონივრული, რომ ირიბად მისი მიზანი ხდებოდეს იურიდიული პირის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შეწყვეტაც, რადგანაც საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვიდან გამომდინარე, 15 000 ლარის გადახდის დავალდებულება, ძალიან ბევრი იურიდიული პირისთვის, შესაძლოა, წარმოადგენდეს მისი ლიკვიდაციის ტოლფას ქმედებას.

ორგანიზაცია წარდგენილი სარჩელის ფარგლებში ასაბუთებს, რომ თეორიულად ჯარიმის ასეთი ოდენობა იურიდიული პირის მიმართ, შესაძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოდ ჯარიმის არსთან, რომლის გაგებაც კარგად არის გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ორგანიზაცია ითვალისწინებს, რომ ჯარიმა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფასთან, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კანონის მიზანი აშკარად სხვაა. ამასთან, თანასწორუფლებიანობის საკითხის შემოწმებისას უნდა გადაიხედოს, თუ რამდენად არიან ფიზიკური და იურიდიული პირები არსებითად თანასწორ მდგომარეობაში და რამდენად ხდება მათი გაუმართლებელი დიფერენცირება. სამოქალაქო ურთიერთობებში ფიზიკური და იურიდიული პირები ნამდვილად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. იმის მიუხედავად, რომ სანქცირებასთან მიმართებით ფიზიკური და იურიდიული პირების თანასწორობის საკითხი სადავოა, მათ შორის ასეთი უთანასწორობა, ორგანიზაციის პოზიციით, ნამდვილად წარმოადგენს მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევას. ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენციაციის ინტენსივობის სიდიდის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მკაცრი ტესტის გამოყენება და ნორმა უნდა შეფასდეს გამომდინარე თანაზომიერების პრინციპიდან. ასეთ დროს, კანონმდებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის გარემოება, რომ მისი მხრიდან უფლებაში ჩარევა უნდა წარმოადგენდეს აბსოლუტურ აუცილებლობას. ორგანიზაციის პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, არსებული დიფერენციაცია აშკარად ქმნის შეუსაბამობას პირთა თანასწორობის საკითხში, აწესებს არათანაბარზომიერ სანქციას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით და არის დისკრიმინაციული, რადგანაც უფლების შეზღუდვა ხდება არსებითაც თანასწორ პირთა მიმართ დაუსაბუთებლად განსხვავებული მოპყრობის ფარგლებში, რის გამოც, მოსარჩელე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია

ცნობისთვის: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია დადგინდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება) და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა) კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 18 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობის საკითხი. კანონში აღნიშნულია, რომ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით. ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სარჩელი 2018 წლის აგვისტოში წარადგინა.

NS

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავა

19 აპრილი, 2019 , 13:12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს

19 აპრილი, 2019 , 12:51

თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის&r

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

19 აპრილი, 2019 , 10:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული დ. კ.

ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეო

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019