უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ივლისი, 2018 11:10
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის ნორმებთან დაკავშირებული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების: მარინე მიზანდარის, გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმას, რომელიც გამორიცხავდა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების გავრცელებას. სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ძეგლის მესაკუთრე (მოსარგებლე) რელიგიური კონფესიებისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ან/და მესაკუთრის თანხმობის გარეშე ჩაეტარებინა ძეგლზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები.

„მოსარჩელეთა განმარტებით, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუვრცელებლობით სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს.

მოპასუხე მხარის მოსაზრებით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების რელიგიურ კონფესიებზე გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ მიერ რელიგიური დანიშნულების ობიექტების აღმსარებლობისათვის გამოყენებას. ამდენად, სადავო ნორმა ხელს უწყობდა აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს – რელიგიის თავისუფლების რეალიზების ხელშეწყობას. თუმცა, იგი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების/განადგურების შესაძლებლობას უშვებდა, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას რელიგიური რიტუალების აღსრულება არ მოითხოვს. ამდენად, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებას, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

22 თებერვალი, 2020 , 14:30

საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმ

თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

22 თებერვალი, 2020 , 11:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმას“ დირექტორი გ.ნ, ამავე

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

22 თებერვალი, 2020 , 11:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალი

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

22 თებერვალი, 2020 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმ

სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა - მამის მკვლელობის ბრალდებით მისი შვილია დაკავებული

21 თებერვალი, 2020 , 17:40

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებ

პრობლემური სესხების მენეჯერს თაღლითობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

21 თებერვალი, 2020 , 13:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`