უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 აგვისტო, 2018 15:25
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის სარჩელი სემეკ-ის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. სარჩელი ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხებოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.

სასამართლოს განჩინების მიხედვით, მოსარჩელე მიუთითებდა ტარიფის გაზრდაზე ობიექტური საჭიროების გარეშე, თუმცა ამ თვალსაზრისით კონკრეტული მტკიცებულებები წარდგენილი არ ჰქონდა.

„მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის ობიექტური აუცილებლობის არსებობის შემთხვევაშიც, ქვეყნის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მომხდარიყო აღნიშნული აუცილებლობით გამოწვეული ფინანსური ტვირთის სუბსიდირება. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფის დადგენით, სახელმწიფო, მომხმარებელთა დაცვის მიზნით არეგულირებს ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ამ ფორმით ტარიფის რეგულირების მიზანია, განსაზღვროს მაქსიმალური ზღვრული ფასი, რომლის ანაზღაურებაც შეიძლება მოითხოვოს მომსახურების გამწევმა სუბიექტმა ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ამდენად, სადავო ნორმები ემსახურება ბუნებრივი გაზის ტარიფების დამტკიცებას და ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის განსაზღვრას და მათი რეგულირების სფერო შემოიფარგლება აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.

მოქალაქეებმა – შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გიუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბერს მიმართეს.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი