უკან

სამართალი

9 თებერვალი, 2017 17:25
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ შსს საინფორმაციო ბანკში, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მუდმივად შენახვის შესახებ წესი არაკონსტიტციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შს მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი.

კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო წესი, რომელიც შსს-ს საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მუდმივად შენახვას ითვალისწინებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებული რეგულირება, რომელიც ძალაში 2006 წლის 1 მარტს შევიდა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

„სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციისა და ქმედების სწორი კვალიფიკაციის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპი“,-ნათქვამია, სასამაღთლოს პრესსამსახურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა პირის შესახებ ინფორმაციის შენახვას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის შენახვა არ ემსახურებოდა ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების ან/და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას მის მიმართ სანქციის სწორად განსაზღვრის მიზნებს, ადგენდა ინფორმაციის უვადოდ და ბლანკეტურად შენახვის ვალდებულებას.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შენახვის ბლანკეტურობა და მუდმივობა არ წარმოადგენს მითითებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას, ქმნის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ან/და სხვა ფორმით ბოროტად გამოყენების საფრთხეს. მითითებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაც“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი