უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 აგვისტო, 2018 14:40
font-size

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ ხდება ლეგალიზაცია და მისი გადაწყვეტილებიდან ეს არ გამომდინარეობს - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და საღდება, როგორც ნარკოტიკების ლეგალიზაცია.

„ეს არის არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ ხდება ლეგალიზაცია და მისი გადაწყვეტილებიდან ეს არ გამომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის დასჯა ამ ნივთიერების მოხმარებისთვის არ არის სწორი. ეს არის ჯანსაღი, ადამიანზე ორიენტირებული პოზიცია“, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ არაა დასჯის მომხრე, თუმცა არ ემხრობა ნარკოდამოკიდებულებას.

„არანაირ ნივთიერებაზე დამოკიდებულება არ არის მოსაწონი, ნებისმიერი დამოკიდებულება ზღუდავს ყველაზე ძვირფასს, რაც ადამიანს აქვს, ეს არის მისი თავისუფლება“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო არ იყოს ორიენტირებული მოქალაქეთა დასჯაზე, მაგრამ აქტიურად იმუშაოს მათთვის ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობების შესათავაზებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში.

„ამას სჭირდება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა. მათ სჭირდებათ, დაინახონ ალტერნატივა, მაგრამ თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ სურთ ამ ნივთიერების მოხმარება, ამისთვის სახელმწიფო არ უნდა სჯიდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება და არ არის სწორი, ადამიანები მარიხუანას მოხმარებისთვის ისჯებოდნენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს

16 ნოემბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავ

კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალური განცხადებას ავრცელებს

16 ნოემბერი, 2019 , 16:30

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხ

სოფო ქაცარავამ პარლამენტის მანდატიც დატოვა

16 ნოემბერი, 2019 , 16:15

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. აღნიშნული განცხადება ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 14:10

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია,- ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთ

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ