უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 13:25
font-size

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად, სტატუს-კვო შეცვალა - გიორგი გახარია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი რეალობა შექმნა, რომელსაც შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები სჭირდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე ნარკოტიკების მიმართებით სხვა მიდგომა უნდა არსებობდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, სტატუს-კვო შეცვალა. ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ახალი სტატუს-კვო. იმ ნაწილში, რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს მიერ არის მიღებული და ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო სისტემა რეპრესიული არ უნდა იყოს და ვერ იქნება. თუმცა, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ცოტა სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების მოთხოვნაცა და მოლოდინიც არის შესაბამისი.

მძიმე ნარკოტიკი არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ამ გამოწვევას“, -თქვა გახარიამ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქე გივი შანიძის სარჩელი, რომელიც გულისხმობს მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულ გაუქმებას.

ანა მებურიშვილი

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

15 ივლისი, 2020 , 13:34

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი დაუჯდებათ. როგორც ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის

თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე

15 ივლისი, 2020 , 12:43

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ

ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში, „თოკების პარკით“ სარგებლობა უკვე შესაძლებელია

15 ივლისი, 2020 , 11:49

ვიზიტორებს ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონით, „თოკების პარკით“ სარგებლობა უკვე შეუძლიათ. ვიზიტორებმა ატრაქციონზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცი

პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

15 ივლისი, 2020 , 11:37

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით

კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს, უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით - კახა ბექაური

15 ივლისი, 2020 , 11:20

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით,“ – ამის შესახებ კომუნიკაციების ე

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისი დღეს ბარსელონადან შესრულდება

15 ივლისი, 2020 , 10:40

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე