უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
არქივი
პოლიტიკა


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის წარდგენა ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:
,,დღეს, 23 იანვარს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობა ქ-ნ მანანა კობახიძეს წარადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშული კანდიდატურა ასაკობრივი ცენზისა და პროფესიული განათლების კუთხით აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ვფიქრობთ ხელისუფლების მიერ მისი არჩევა დამაზიანებელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის შემდეგი გარემოების გათვალისწინებით:
საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცე- სპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება. ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მანანა კობახიძე იყო ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი, რომელიც ახმოვანებდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებებს თითქმის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელებიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ან გასაჩივრდება მომავალში. ამასთან, იგი საზოგადოებაში აღიქმება როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლების მიდგომების გამხმოვანებელი, ამგვარი პირის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში არჩევა, საფრთხეს უქმნის სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტს და შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას.
გარდა პოლიტიკური მიკერძოებისა, კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება თუ რამდენად შეესაბამება მანანა კობახიძის დამოკიდებულებები და ღირებულებები ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპის სრულყოფილ გააზრებას და გათავისებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითეული მოსამართლისთვის. 2010 წელს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ “შეიძლება სულაც არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს”. მსგავსი მოსაზრებები მანანა კობახიძეს დაფიქსირებული აქვს შემდგომ ინტერვიუებშიც. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე მხარს უჭერდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ასევე ჩატარებულიყო რეფერენდუმი კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მედიაში მანანა კობახიძის სახელი არაერეთხელ გაჟღერებულ იქნა კორუფციულ სკანდალში. იგი ფიგურირებდა მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საქმეში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ კუთხით მედიაში მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების სისწორე ვამტკიცოთ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელება, აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების ინსტიტუციურ განვითარებას. მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს მის კანდიდატურას.’’- ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00