უახლესი ამბები
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
არქივი
საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე დიპლომატებთან გაცნობითი შეხვედრების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. გუშინ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანაში არსებულ კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამოწვევებზე ისაუბრეს.
,,ელჩის თქმით, იგი ხელს შეუწყობს საქართველოს და თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას და სასამართლოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის პროფესიული ვიზიტების განხორციელებას ანკარაში. ლევენთ გუმრუქჩუმ ზაზა თავაძეს პატივისცემის ნიშნად საჩუქარი გადასცა და ბათუმში სტუმრობა აღუთქვა“, - აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
11 ნოემბერსვე, ზაზა თავაძე ბალტიისპირეთისა და ყოფილი ე.წ. ვიშეგრადის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთისა და ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიპლომატებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი როგორც თავმჯდომარის პრიორიტეტია დროულად და ეფექტურად მოხდეს სასამართლოში შემოსული კონსტიტუციური სარჩელების განხილვა, რათა დაცული იქნეს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
მარი ნამგალაძე