უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივლისი, 2017 12:10
font-size

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებს ყველა დანისნულების მიწის საკუთრება ეზღუდებათ - ლევან ალაფიშვილი

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გევრდზე მიწის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი განმარტა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, უცხოელებს ეზღუდება არა მარტო სასოფლო-სამეურნეო, არამედ ყველა სახის მიწის შეძენა. ალაფიშვილის განმარტებით, კანონში „მიწის“ ზუსტი დანიშნულება ( ამ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო) დაკონკრეტებული არაა, ხოლო მსგავსი ფორმულირება გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ცვლილებების გასაჩივრებას.

„მიწის საკუთრების შეზღუდვა, კონსტიტუციის პროექტში და პოლიტრიტორიკაში.

კონსტიტუციის ყველა პროექტში წერია „მიწა“, დანიშნულებისა დაკონკრეტების გარეშე.

უმრავლესობის წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რა ეწერა კონსტიტუციის პროექტში, საუბრობდნენ მხოლოდ სასოფლო მიწაზე, პროექტი კი არასასოფლოსაც ეხება.

ეს ფორმულირება საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლისა და უფლების დაცვის საშუალებასაც სპობს, საბოლოო წერტილს უსვამს ამ პერსპექტივასაც.

მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი და ფორმულირება იცვლებოდა, მაგრამ „მიწა“ არასდროს შეცვლილა, ასე ეყარა კენჭი 2 მოსმენით. ამდენად, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით მე-3 მოსმენაზე ვეღარ შეიცვლება.

ეს ფორმულირება ნიშნავს, რომ უცხოელებს (ან ქართველებსაც, უცხოელთა პარტნიორებს) ყველა სახის მიწის საკუთრება ეზღუდებათ. გამონაკლისები შეიძლება დადგინდეს (და არა, აუცილებლად დადგინდება!) ორგანული კანონით. მაგ.: ფოთში დასაშვებია, გორში - არა, სასოფლო დასაშვებია, არასასოფლო - არა, სათიბი დასაშვებია, სახნავი - არა და სხვა, და პირიქით. მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტგემოვნების მიხედვით, 2020-ში, 2024-ში ან მერე ვინ იქნება პარლამენტში და რას იზამს ამას ვერც ინვესტორი, ვერც დღევანდელი მმართველნი და ვერც ჩვენ რიგითი მოკვდავნი ვერ განვჭვრეტთ, ჰოდა როგორი გრძელვადიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემო და განვითარებული ეკონომიკა გვექნება რთულად დასანახი არ უნდა იყოს!“, - დაწერა ალაფიშვილმა სოციალურ ქსელში.

ანა მებურიშვილი

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი