უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2017 22:46
font-size

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსი შედგა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც მმართველ პარტიასა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

20 პოლიტიკური პარტიის კონსულტაციების პროცესთან და კონსენსუსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს იმ სულისკვეთებისთვის, რომელითაც ეს პროცესი განხორციელდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა - თანხმობამდე მისასვლელად, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ.
"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ, მხოლოდ იმ ცვლილებებს რასაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს.

ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავიანთი შეხედულებით ძალიან ბევრ საკითხზე. კონსულტაციები გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს მიმდინარეობდა და გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეთანხმება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მოხდა: პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების სამართლიანი წესით განაწილების) დაუყოვნებლივ შემოღების შესახებ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებაზე, ბარიერის 3%-მდე დაწევაზე, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნების საკითხზე; უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზების, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების თაობაზე.

"ამ საკითხების ირგვლივ მოხდა სრული შეთანხმება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დათმო რაღაც, მაგრამ შედგა მთავარი - შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება "ქართულ ოცნებას" და ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მითი თითქოს საქართველოში გასხვავებული შეხედულების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე ვერ თანხმდებიან ნამდვილად დამსხვრეულია

"სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე, ამისთვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, ამისთვის საჭიროა დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ, სხვის აზრს მოისმენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას.

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი